გერმანიაში სექსმომსახურების დაფინანსებას ბიუჯეტიდან ითხოვენ

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 00:01

გერმანიაში, მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მძიმედ დაავადებული პირებისთვის სექსუალური მომსახურების ბიუჯეტიდან დაფინანსება მოითხოვეს, - იტყობინება BBC News. 

 ბუნდესტაგის დეპუტატის ელიზაბეტ შარფენბერგის თქმით, ისინი წინადადებით გამოდიან, ხელისუფლებამ უზრუნველყოს აღნიშნული პირების სექსუალური მომსახურება, სუბსიდიის გაცემა კი სამედიცინო ცნობის საფუძველზე მოხდეს.

ასეთი  მოდელი უკვე  რამდენიმე წელია მუშაობს ჰოლანდიაში. ამ ქვეყანაში გარკვეულ შემთხვევებში სექსმომსახურების ფასს  სახელმწიფო იხდის, როგორც სამედიცინო ხარჯებს.

2016 წლის ივლისში გერმანიაში პროსტიტუციის შესახებ კანონი მიიღეს, რითაც დაზუსტდა სექსმომსახურებაზე უფლებები და ვალდებულებები. კანონის თანახმად, მეძავები ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან, სახელმწიფოსგან კი პენსიას მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5