„გირჩი“ დიაკვან გიორგი ჯახუას საქმესთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს

ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 22:35

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დიაკვან გიორგი ჯახუას საქმეზე შსს-ს რეაგირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"რამდენიმე საათის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, თითქოს გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.

„გირჩი“ განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს შსს-ს განცხადების ამ პასაჟს, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ გიორგი ჯახუას ნებისმიერ სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას. მათი ეს ნაბიჯი ასევე დასტურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასაშვებია მოქალაქეთა ნაწილი - პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები და სასულიერო პირები „პრივილეგირებულ“, ხოლო რიგითი მოქალაქეები „არაპრივილეგირებულ“ ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანის ბუნებრივ, ღვთისგან ბოძებულ უფლებათა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში, კანაფის დათესვისა და კულტივაციის გამო არ იდევნებოდნენ ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან უწყებებს, თუ აპირებთ გააგრძელოთ არსებული ნარკოპოლიტიკა, სახლებში შეუვარდეთ და ღირსება შეულახოთ ადამიანებს კანაფის კულტივაციის გამო, ეს პროცესი დაიწყოთ „გირჩის“ იმ წევრებისგან, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინაშე ჩავიდინეთ ეს ე.წ. „დანაშაული“, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი მორალური უფლება არ გრჩებათ მალულად „უსწორდებოდეთ“ ქვეყნის წესიერ მოქალაქეებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5