ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან ორი ძირი მარიხუანა ამოიღეს

ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 14:21

სალხინოს მამათა მონასტრის დიაკვნის გიორგი ჯახუას სახლიდან სასამართლო განჩინების გარეშე შესულმა პოლიციამ ამოიღო ორი ძირი კანაფი, რომელსაც რამდენიმე მძიმე დაავადების მქონე დიაკვანი სამედიცინო მიზნით მოიხმარდა, - აღნიშნულის შესახებ  გირჩის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"გრძელდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომლის გამოვლინებებიც რეგიონებში განსაკუთრებით ხშირია. ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. ჩვენ ყველანაირად დავიცავთ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები შეექმნებათ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან", - აცხადებს გირჩის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

როგორც გირჩის წევრები აცხადებენ, გიორგი ჯახუა ორი წელია მძიმედ არის ავად, აწუხებს C ჰეპატიტი, დიაბეტი, პანკრიატიტი და მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5