„ტურიზმის განვითარების სკოლა“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს

ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 15:22

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს „ტურიზმის განვითარების სკოლა“ იწყებს.

ტურიზმის დარგის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს პროექტის მიზნები, სამოქმედო გეგმები და ურთიერთანამშრომლობის ფორმები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კოლეგებთან ერთად დღეს გააცნო.

„ტურიზმის განვითარების სკოლი“-ს ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და იქ არსებული პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება.

გარდა ამისა, „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ში იგეგმება მაღალმთიან აჭარაში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით შესაბამისი პროფილის გიდების გადამზადება.

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აჭარა გავხადოთ მთელი წლის განმავლობაში ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი შეუძლებელია სოფლის ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო-სათხილამურო, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის გარეშე. მაღალმთიანი აჭარა თავისი ტურისტული პოტენციალითა და პროდუქტებით ამ მხრივ ეპიცენტრია. ამიტომ „ტურიზმის განვითარების სკოლი“-ს პრიორიტეტი და მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იქნება მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესება. ჩვენ, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის, ასევე კვებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის დარგის სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი ობიექტები, როგორ უნდა შესთავაზონ სერვისები ტურისტებს, როგორ განავითარონ ბიზნესი რათა უფრო მიმზიდველები გახდნენ მომხმარებლებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენი პრიორიტეტია აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე დატვირთული ტურისტული ადგილი და ამ ყველაფერს ცალსახად ხელს შეუწყობს „ტურიზმის განვითარების სკოლა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტის ფარგლებში მჭიდროდ ითანამშრომლებს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან.

„ტურიზმის განვითარების სკოლა“-ში აქტიური სასწავლო პროცესების დაწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39