საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოდის

ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 13:02

საქართველოში  ორდღიანი ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოდის.  დელეგაციის შემადგენლობაში არიან  ვენეციის კომისიის პრეზიდენტი  ჯანი ბუკიკიო და  ვენეციის კომისიის მდივანი  ტომას მარკერტი.

ვენეციის კომისიის დელეგაცია  საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგ  პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დელეგაცია პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ასევე  საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტებთან“ და  საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დასასრულს, ვენეციის კომისიის დელეგაცია  საქართველოს იუსტიციის  მინისტრ  თეა წულუკიანს შეხვდება.

დელეგაცია საქართველოს  21 იანვარს, გამთენიისას დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46