ბორჯომის საზოგადოება და მრევლი მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 12:08

ბორჯომის საზოგადოების და მრევლის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება, რომელიც მეუფე სერაფიმეს შესახებ მამა თამაზ ლომიძის განცხადებას ეხება.

"ქალაქ ბორჯომის მოსახლეობა, საზოგადოება, სასულიერო და სამონაზვნო დასის უმრავლესობა შეშფოთებულია მამა თამაზ ლომიძის განცხადებით. ჩვენში გამოიწვია აღშფოთება - დეკანოზი თამაზის (ლომიძე), არქიმანდრიტი ისეს (გელაშვილი) და არქიმანდრიტი იოანეს (სილაგაძე) განცხადებამ, რომლებიც სოციალური ქსელში აცხადებენ, რომ ბორჯომის მრევლმა და საზოგადოებამ მეუფე სერაფიმე გამოაძევა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან.

ჩვენთვის საინტერესოა, თუ ეს ცრუ ინფორმაცია ვისგან მიიღეს ზემოთ ხსენებულმა მოძღვრებმა?! მათ მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ბორჯომის მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ, დედა ეკლესიის ერთგული მრევლი და საზოგადოება ვიკრიბებით მეუფე სერაფიმესა და ბორჯომის საზოგადოების ღირსების დასაცავად! ჩვენ მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას. ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებოდით და ვემორჩილებით სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებას! ვინც იზიარებს ამ განცხადებას და თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ყველა ვიკრიბებით დედა ეკლესიის დასაცავად, რათა გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი. 21 იანვარს, შაბათს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრში,  ყოფილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5