19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 01:18

19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაულზე ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. მორწმუნეებს, ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ შეინახონ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღონ. რწმენით მიღებულ დიდი აიაზმის წყალს სამკურნალო ძალაც აქვს.

ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესია საუფლო დღესასწაულებს შორის. ამ დროს განცხადდა სამგვამოვნება წმინდა სამებისა – მამისა, ძისა და სული-წმიდისა: მამა ღმერთი სიტყვით ადასტურებდა ქრისტეს ღვთაებრიობას, ძე ღმერთი იორდანეში ნათელს იღებდა, სული-წმინდა კი გარდამოვიდოდა მტრედის სახით. სწორედ ნათლისღებისას გამოვლინდა საღვთო ბუნება იესო ქრისტესი, ამიტომ ამ დღეს ღვთისგანცხადებაც ეწოდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5