თბილისში ძიუდოს რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 17:31

სამგორის რაიონში, ილია ბაბუციძის ქუჩაზე მდებარე კლუბ “განთიადში“ ძიუდოს რეაბილიტირებული დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა.

დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოინახულეს.

ამ ეტაპზე დარბაზში 6-დან 18-წლამდე ასაკის 60 სპორტსმენი გამოცდილი მწვრთნელის, ლევან ბიგანიშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. დარბაზი ძიუდოს ეროვნული ფედერაციისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის დახმარებით კი საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

დღესვე ახალგაზრდა სპორტსმენებმა მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს კიმონოები.

„ახალგაზრდა ძიუდოისტებს კარგი საჩუქარი გაუკეთა ძიუდოს ფედერაციამ და კერძო მეწარმემ. ეს კერძო ბიზნესის, ფედერაციისა და ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობის კარგი მაგალითია. მსგავსი პროექტები ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ასეთი პროექტები იძლევა ჯანსაღი თაობის გაზრდის შესაძლებლობას. ამ ბავშვებს შორის დარწმუებული ვარ, მომავალი ჩემპიონებიც არიან“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ თბილისსა და რეგიონებში სულ 30-მდე ახალი დარბაზი მოაწყო, სადაც ასობით ბავშვი გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობით ემზადება. ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და კიდევ არაერთი დარბაზი მოეწყობა - ზოგიერთ რეგიონში ძველი შენობის რეაბილიტაცია მოხდება, ზოგან კი ახალი დარბაზი აშენდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5