გიორგი თევზაძე კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 16:21

უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს.

უფლებადამცველი კახი კალაძეს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების ირგვლივ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.

"მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით,  შეიცვალა კომპანაი „გაზპრომთან" მოქმედი ხელშეკრულების  პირობები სომხეთში მისაწოდებელი  ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საფასური. გავრცელებული ინფორმაციის   თანახმად, უკვე წლებია მოქმედებს ტრანზიტის ხელშეკრულება. გაზპრომის მხრიდან იყო საუბარი, რომ მოხდეს ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა. გატარების საფასურს დღეს საქართველობუნებრივი აირის სახით იღებს, რომელიც მთლიანი მოცულობის 10 %-ია.

ამასთანავე, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვალა „გაზპრომთან“  ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები და საქართველო „გაზპრომისგან“ მიიღებს ფულად ანაზღაურებას.

ბრიფინგზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო მიიღებს ანაზღაურებას საუკეთესო პირობებით, რაც არსებობს ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკით. მივესალმებით და მხარს დავუჭერთ  ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას. გაცნობებთ, რომ ამ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  ჩვენს მიერ მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა და მასზე საზოგადოებრივი მონიტორინგი, რომლის შედეგები გასაჯაროვდება მედიის საშუალებებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ამ სფეროში პოლიტიკური ხელისუფლების განმახორციელებული უწყების პოზიცია.

გთხოვთ შემჭიდროებულ ვადებში და სათანადო განმარტებით მოგვაწოდოთ შემდეგი  წერილობითი ინფორმაცია: კერძოდ;  რამდენად ადეკვატურია (თანაზომიერია) „გაზპრომიდან“ მისაღები ფულადი ანაზღაურების ოდენობა, ქართული  მხარის  მიერ  დათმობილ  10%–ის საშუალო საბაზრო ღირებულებასთან", - აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის ღია წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41