უგულავა ციხეში შესვლამდე უზრდელი იყო და გამოვიდა დამშვიდებული - ნუკრი ქანთარია

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 14:45

2012 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალებიდან“ ზოგი მებაღე გახდა და მარიხუანას რგვას მიჰყო ხელი, ზოგი დაიქსაქსა, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ნუკრი ქანთარია გიგი უგულავას ტონალობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დადებითად აფასებს და აქცენტს აკეთებს პარტიის რღვევაზე.

„როგორ წარიმართება „ნაციონალების“ ბედი, ეს ნაკლებად საინტერესოა, ამ პარტიის რღვევა 2012 წლის არჩევნებამდე დაიწყო, არჩევნების შემდეგ კი ზოგი მებაღე გახდა და მარიხუანას რგვას მიყო ხელი, ზოგი დაიქსაქსა. უგულავაზე იმ ის თქმა შემიძლია, რომ ის ციხეში შესვლამდე იყო საკმაოდ უზრდელი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი რიტორიკა შეიცვალა, ცხადია კარგ პირობებში იყო, მან გადააფასა ბევრი რამ, არის აბსოლუტურად დამშვიდებული და მისი განცხადებებიც ლოგიკურია, თუმცა ის არასდროს ყოფილა პოლიტპატიმარი და ეს უნდა აღიაროს,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5