რუსეთის ქმედებები სულ უფრო და უფრო ზღუდავს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობას - ეშტონ კარტერი

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 13:07

პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი, რომელიც პოსტს ტოვებს, აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები სულ უფრო და უფრო ზღუდავს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობას, თუმცა  აშშ-მ არ უნდა შეწყვიტოს ურთიერთთანამშრომლობის გზების ძიება.

"მე ვხედავ სფეროებს, სადაც შესაძლებელია ჩვენი  თანამშრომლობა, თუმცა ეს სფეროებიც მცირდება იმ სტრატეგიის გამო, რომელიც  რუსეთმა აირჩია" -  განაცხადა კარტერმა  Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კარტერის თქმით, ორ ქვეყანას შორის   თანამშრომლობის სფეროები გასული 10 წლის განმავლობაში გამუდმებით მცირდა, თუმცა კვლავ თანხმდებიან ბირთვულ პროგრამებზე ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან დაკავშირებით, ბალკანეთის საკითხზე. რაც შეეხება სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას, კვლავ უთანხმოება არსებობს.

"თუ რუსეთის ხელისუფლება განსაზღვრავს თავის ინტერესებს  მხოლოდ იმიტომ, რომ იყოს დაუპირისპირდეს  ამერიკის  ინტერესებიდან, რასაც  ჩვენ მიჩვეულები ვართ, თანამშრომლობა ძალიან გართულდება ეს კი  მთავარი გამოწვევაა მომავალში", - განაცხადა კარტერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46