ირაკლი კობახიძემ ყირგიზ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 12:29

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 2017 წლის 16 იანვარს, ბიშკეკში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჩინიბაი ტურსუნბეკოვს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და საქართველოს პარლამენტის სახელით, ყირგიზ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, გისამძიმრებთ თქვენ და სრულიად ყირგიზ ერს ბიშკეკში, 2017 წლის 16 იანვარს მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო. საქართველოს პარლამენტი დგას ყირგიზეთის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოლეგების და ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების გვერდით“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46