რესპუბლიკური პარტიისთვის გაზპრომის თემა არაა უმნიშვნელო - თამარ კორძაია

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 12:10

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გაზზე მოწოდება უნდა გაიზარდოს, მაგრამ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია თვლის, რომ „გაზპრომთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები არ არის გამჭვირვალე და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„რესპუბლიკური პარტიისთვის“ გაზპრომის თემა არაა უმნიშვნელო, რადგან ჩვენ, ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ აღნიშნულ საკითხზე, თავის დროზე მივმართეთ ხელისუფლებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გაზის მოწოდება უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. პროცესი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე.“-განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61