დრაკონებისთვის მამლის წელიწადი ბრწყინვალე და საინტერესო იქნება

სამშაბათი, 17 იანვარი, 2017 - 20:58

დრაკონებისთვის მამლის წელიწადი  საკმაოდ საინტერესო იქნება, წარმატებები, რომელსაც  მაიმუნის წელიწადში მიაღწიეს, ამ წელსაც გაგრძელდება. თითქმის  ყველა მათ ჩანაფიქრს,  ახალ პროექტებს და ორიგინალურ იდეებს  წარმატება მოყვება, თუმცა ვარსკვლავები დრაკონებს ურჩევენ, წარმატებებმა თავბრუ არ დაახვიონ და თავი არ დაკარგონ.

ცეცხლოვანი მამალი  ვერ ეგუება დილეტანტებს, არ პატიობს აფიორას და ტყუილს. ამიტომ დრაკონების პროფესიული საქმიანობა, განსაკუთრებით  2017 წელს, აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული მყარ ცოდნასა და  კანონებზე, არ გარისკონ და თავი შეიკაონ საეჭვო გარიგებებისგან.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებით სიყვარულში უმართლებთ, თუმცა ვარსკვლავები ურჩევენ,  ტყუილად არ დაკარგონ დრო არასერიოზულ ფლირტსა და ინტრიგებზე, მაშინ როდესაც მამლის წელიწადში  არსებობს მაღალი ალბათობა ცხოვრების თანამგზავრის შეხვედრისა ან ხანგრძლივი ურთიერთობების დაკანონებისა.

მიუხედავად იმისა, რომ დრაკონებს ამ წელს ფინანსების მხრივ ნამდვილად უმართლებთ, ვარსკვლავები თანხების  გონივრულად ხარჯვას ურჩევენ, რათა მომავალ წელს "გროშების ამარა" არ დარჩნენ.

ასაკოვანმა დრაკონებმა ამ წელს ჯანმრთელობას  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41