საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნა

სამშაბათი, 17 იანვარი, 2017 - 22:42

საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნა. ცენტრი, რომლის მშენებლობა  სამი წელი მიმდინარეობდა,  მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოემსახურება.

ცენტრის  მიზანი პატარებისთვის სათანადო პირობების შექმნა და მდგომარეობის შემსუბუქებაა.

თბილისში მდებარე შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი ჰოსპისი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 210 000 ლარით დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46