დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დააფუძნეს

სამშაბათი, 17 იანვარი, 2017 - 13:57

დიპლომატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა დღეს  საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დააფუძნეს.

მოძრაობაში გაერთიანდნენ ბაჩუკი ქარდავა, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა ჟღენტი.

მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ, მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შესაძლებლობას.

„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ მთავარი იდეა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევა იქნება. მასში გაერთიანება შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც იზიარებს მოძრაობის ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს. 

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან  ნებისმიერ  პოზიტიურ საკითხზე, თუმცა  ნებისმიერი ანტიქართულ ან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს წინ აღუდგებიან. არ ითანამშრომლებენ გამოკვეთილად პრორუსულ პარტიებთან.

რაც შეეხება მოძრაობის დაფინანსებას, როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, მათ ევროპელი დამფინანსებლები ჰყავთ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" პრეზენტაცია  სასტუმრო ბილტმორში შედგა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39