80 არასამთავრობო ორგანიზაცია "გაზპრომთან" გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნას მოითხოვს

სამშაბათი, 17 იანვარი, 2017 - 12:16

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლტფორმა, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ რუსულ სახელმწიფო კომპანია ,,გაზპრომ ექსპორტთან" მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ს განცხადებას ავრცელებს.

არასამთავრობოები განცხადებაში, რომელსაც 80 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, "გაზპრომთან" გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნას მოითხოვენ. 

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექპორტთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგად შეათანხმა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა ,,გაზპრომ ექსპორტთან“ დასადები ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, ქვეყანა რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის სანაცვლოდ ვეღარ მიიღებს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს და ვერც მის შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას.

მთავრობის მიერ მოწონებული ხელშეკრულება, მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებული ტრანზიტით მიღებულ სარგებელს, როგორც ეკონომიკური ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთანავე, საქართველო უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე. ამ ხელშეკრულებით საქართველო კარგავს გაზის მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც ადრე ტრანზიტის საფასურად იღებდა და 2018 წლიდან საბოლოოდ გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რომელიც არსებულ სარგებელთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ახალი მიდგომა ასევე ამყარებს რუსეთის პოზიციას ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მომავალში ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, აძლევს მას მეტ საშუალებას დაიყოლიოს ქვეყანა კიდევ მეტ დათმობაზე.

ახალი შეთანხმებით, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი, შესაძლებელია რუსეთისგან 1000 კუბური კვ. მეტრი გაზის შესყიდვა 185 დოლარად, ოღონდ ე.წ. „სოციალური“ სექტორისათვის და მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ეს შედარებით შეღავათიანი ფასი მხოლოდ ორი წლით არის ხელშეკრულებით გარანტირებული, მომავალში კი, სავარაუდოდ, რუსეთი გაზრდის ამ ფასს, მით უმეტეს, რომ საქართველოს აღარ რჩება არავითარი ბერკეტი იმისთვის, რომ ევაჭროს მას ამ თემაზე. გაზის ტრანზიტის პირობების გადახედვის მოთხოვნას რუსეთის მხარე შარშანაც აყენებდა, თუმცა მაშინ, მოხერხდა ამ საკითხის ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ ,,გაზპრომ ექსპორტთან“ ძველი ხელშკრულების პირობებს წლების მანძილზე ვინარჩუნებდით და აქამდე, მათი გადახედვის პროცესში ქართული მხარე უფრო წარმატებული იყო. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, განსაკუთრებით როდესაც ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციას - საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოს, გაზსადენთან და გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომ ექსპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს კომერციული საიდუმლოების გრიფი.

გვჯერა, რომ ,,გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ახალი სატრანზიტო ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს საკითხს, ის ფართო გაგებით ეროვნული უსაფრთხოების თემის ნაწილია. ამიტომაც, შეთანხმების მომზადებისას უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ექსპერტულ და აკადემიურ წრეებთან ფართო კონსულტაცია, პროცესი უნდა წარმართულიყო გამჭვირვალედ, და მთავრობას არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე.

სამწუხაროდ, სახეზეა უპასუხისმგებლო, ჩვენთვის მიუღებელი მიდგომის მაგალითი. დარწმუნებული ვართ, რომ მოლაპარაკებების წარმართვისას ყველა არსებული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და პროფესიული რესურსის გამოყენება შესაძლებელს გახდიდა ასეთი შედეგის თავიდან აცილებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომის წევრი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

- მოეხსნას კომერციული საიდუმლოს გრიფი საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომ ექსპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და გასაჯაროვდეს ინფორმაცია მოლაპარაკებების და მათი შედეგების შესახებ;

- შედგეს საპარლამენტო განხილვა აღნიშნულ საკითხზე და ენერგეტიკაში რუსეთთან ურთიერთობების თემაზე;

- გადაიხედოს სექტორის მართვის არსებული პრაქტიკა და შემუშავდეს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება მიმართული იმპორტირებული, მათ შორის არამეგობრული სახელმწიფოებიდან იმპროტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე;

- დაჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში ევროპული ინტეგრაციის და ენერგეტიკული გაერთიანების ფორმატში რეფორმის გატარების პროცესი, რაც შექმნის მეტი გამჭვირვალობის, პროფესიული ზრდის და მეტი საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის წინაპირობებს;

- მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ზემოთ აღნიშნულ პროცესებში", - ნათქვამია განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41