მე ვარ ძალიან გაბრაზებული ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 23:47

მე ვარ ძალიან გაბრაზებული ივანიშვილზე, მან საქართველო დაწია მრავალი წლით უკან, მან შეაჩერა ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში 

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა ხალხი გაამათხოვრა. 

"მან მიიყვანა ჩემი ხალხი უკიდურეს დამცირებამდე, ჩემი ხალხი არის გამათხოვრებული, გაუბედურებული, საშუალო კლასი ჩამოიშალა, ახალგაზრდობას პერსპექტივა მოესპო, ისევ ბევრი ფიქრობს ქვეყნის დატოვებაზე, რაც ადრე არ იყო. მე ძალიან გაბრაზებული ვარ ივანიშვილზე, რომელმაც საქართველო ააცდინა განვითარების ძალიან სწრაფ გზას, რომელსაც შენატროდა მინიმუმ მთელი ეს რეგონი და მსოფლიოში ქვეყნები. მე გაბრაზებული ვარ იმ ხალხზე, ვისაც ამაში მონაწილეობა აქვს მიღებული. მე ვბრაზდები მხოლოდ იმაზე, ვინც დღეს ანადგურებს ჩემს ქვეყანას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59