გამოწია ალასანია, შეწია ალასანია. მერე ალასანია აჯანყდა, მოაშორა პოლიტიკური ველიდან... ერთობა ამით - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 23:28

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარტიის დაშლაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.

სააკაშვილი  გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებასა და მანამდე მის გავრცელებულ წერილს ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ ოლიგარქი თამაშგარე მდგომარეობაში ვერ დარჩებოდა.

"ოლიგარქისთვის წარმოუდგენლად ძნელია, რომ ის ამას ყველაფერს უყურებდეს და არაფერს არ აკეთებდეს. ყველა ხე სად დგას, იმას აკონტროლებს და რომელი პოლიტიკოსი სად დგას მაგას არ გააკონტროლებს?! მით უმეტეს, რომ აგერ შექმნის პარტიას, გაანადგურებს პარტიას, გამოწევს ვიღაცას წინ, შეწევს ვიღაცას. გამოწია ალასანია, შეწია ალასანია. მერე ალასანია აჯანყდა, მოაშორა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ მისი ხალხი დანიშნა თანამდებობებზე.  ერთობა ამით, როგორც სათამაშოებით. თუ შენ არ გაქვს ღერძი, თუ არ ხარ ჩაბეტონებული მკვრივად, სადაც დგახარ. აი, აქ ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს. ის ამას იღებს, გადადგამს აქეთ, მერე გადმოდგამს აქეთ, მერე მოისვრის, გადაადგებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41