მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ - მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავაზე

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 23:18

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში გიგი უგულავაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ადამიანურად უხარია, რომ თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია.

„მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ, ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით სავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა ამ რთული უბნის, თბილისის განვითარებასა და წინსვლაში, მე ამისთვის დიდი მადლობელი ვარ, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემ გამო დასაჯეს, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. ის, რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ეს ჩემს გამოც არ იყო, ეს იდეის გამო იყო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5