პირველი ტური რომ მოგვეგო, ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მე მეძლეოდა საშუალება ქვეყანაში დაბრუნების - მიხეილ სააკაშვილი

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 22:38

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი თანაგუნდელები  წინასაარჩევნოდ მასთან ხშირად ჩადიოდნენ, საარჩევნო სია მას არ დაუკომპლექტებია. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მათ უარი თქვეს  წინასაარჩევნოდ ყრილობის ჩატარებაზე. დიდი კამათი  იყო იმაზე,  საერთოდ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო თუ არა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. იმიტომ,  რომ თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე. სხვა კანდიდატები დადგებოდნენ და აქ იყო ჯგუფი, რომელიც თუ კარგად ნახავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, არჩევნების წინ ხელისშეშლის ბერკეტები არ ჰქონდა.

 „ჩვენ რომ მოგვეგო პირველი ტური, რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოგება მაინც ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მერე სულ სხვა ბერკეტები გვექნებოდა, იმიტომ რომ მე მეძლეოდა საშუალება ქვეყანაში დაბრუნების. უკვე სხვანაირად მოხდებოდა გადალაგება. საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც აძლევდა ხმას იდეას, იდეას ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის ის ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და ჩემი პროცესებში მონაწილეობის მიღების. ამგვარად თავისთავად ეს იყო ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა, მაგრამ ამაში ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, რომ ეს ჯგუფი დარჩა, ამ ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში, თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, მოხდებოდა ამ უარყოფითი მომენტების განეიტრალება,“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41