პარტია დატოვეს ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებიც ვერ მოერგნენ ოპოზიციურ მოღვაწეობას - მიხეილ სააკაშვილი

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 22:22

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან ყოფილი თანაგუნდელების წასვლას განახლების პროცესი უწოდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის განახლების პროცესი მნიშვნელოვანია და ეს პროცესი ნაციონალურ  მოძრაობაში პირველად არ მომხდარა.

"ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ის ხალხი, ვინც იყო ხელისუფლებაში, ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე  ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57