ყავისფერი ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 15:14

ახალი მავნებელის წინააღმდეგ, რომელიც სამეგრელოში შარშან დაფიქსირდა და თხილი და მარცვლეული კულტურები დააზიანა, სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კოდუა, გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიდნენ.

ზურაბ ჩეკურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყავისფერი ბაღლინჯოს საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „მავნებლის გამოვლენისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე მუშაობა. სააგენტოს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოში ჩამოვიდნენ უცხოელი სპეციალისტები იმ ქვეყნებიდან სადაც აღნიშნულ მავნებელთთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ. ქართველი მცენარეთა დამცველების და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი სახელმწიფო პროგრამა შემუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებების ოპერატიულად გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები“ -განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს (ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო) გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის  სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61