საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ორშაბათი, 16 იანვარი, 2017 - 15:09

პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს - დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „CEFC China Energy Company Limited“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა.

კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას - ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

„CEFC China Energy Company Limited“-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება გამომცემლობა „Fortune“-ს მიერ (Fortune Global 500). გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43