, 15 იანვარი, 2017 - 20:36
50 წლის ამერიკელი ფერმერი ჯეი ლეივერი, რომელმაც საკუთარი თხების ფერმაში Cheap Thrills-ის სიმღერაზე შესრულებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა.
ორ კვირაში ვიდეო Facebook-ზე მილიონობით ადამიანმა ნახა.
როგორც ფერმერი აცხადებს, მან 15 წლის წინ მიიღო ზურგის ტრავმა და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
- ცეკვა იოგასთან და მედიტაციასთან ერთადერთი ალტერნატივაა ტკივილის გაყუჩებისთვის, - ამბობს ჯეი ლეივერი.