ბრაზილიაში ყვითელ ცხელებას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

, 15 იანვარი, 2017 - 11:31

ბრაზილიაში, მინას-ჟირაისის შტატში ყვითელი ცხელების ეპიდემიის გამო 38 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით რია ნოვოსტი იტყობინება, ამ დროისათვის გამოვლენილია 133-მდე დაავადების შესაძლო შემთხვევა.

მინას-ჟირაისის გუბერნატორმა ფერნანდო პიმენტალმა დაავადების გავრცელების დიდი საფრთხის გამო შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით ცხელება გამოვლინდა ქვეყნის 24 შტატში. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ლადანიას მუნიციპალიტეტში.

შეგახსენებთ, რომ ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. დამახასიათბელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, სიყვითლე (ღვიძლის დაზიანების გამო), კუნთების ტკივილი, სისხლიანი პირღებინება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58