ევროპაში ეპიდემია მძვინვარებს

შაბათი, 14 იანვარი, 2017 - 17:43

ევროპაში  ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გრიპის ეპიდემია მძვინვარებს. საფრანგეთში თითქმის 800 000 ადამიანს  აღმოაჩნდა დაავადების სიმპტომები. ჯანდაცვის მინისტრმა  საავადმყოფოებს თხოვნით მიმართა, არასასწრაფო ოპერაციები გადადონ, რათა ადგილები გათავისუფლდეს ვირუსით დაავადებული პაციენტებისათვის.

ასევე გადატვირთულია  ბრიტანეთის საავადმყოფოები, მათ შორის ოცში შავი დონე გამოცხადდა, რადგან შეუძლებელი გახდა პაციენტების  უსაფრთხოების დაცვა. ონკოლოგიური პაციენტების ოპერაციები  გაუქმდა, დაიხურა ერთი სამშობიარო.

ეპიდემიის გამო გადატვირთულია  საავადმყოფოები საბერძნეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, - იუწყება euronews-ი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46