რუსების უმრავლესობა მიიჩნევს, მათი ქვეყანა თავისუფალი, განვითარებული და მოწინავე ქვეყანაა

შაბათი, 14 იანვარი, 2017 - 16:28

ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" კვლევის თანახმად,  რუსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა მდიდარი და თავისუფალია.  მათი აზრით, მსოფლიოში რუსეთის ეშინიათ და პატივს სცემენ.

 რუსების უმრავლესობა (86%) თვლის, რომ რუსეთის მსოფლიოში ეშინიათ. ამავე დროს, გამოკითხულთა 75% ამით  კმაყოფილია. მხოლოდ 7% მიიჩნევს, რუსეთის მიმართ  შიში  არ არსებობს.

გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა მსოფლიოში იზრდება. მხოლოდ 4% თვლის, რომ მცირდება, 19% თვლის, რომ  უცვლელი რჩება.

გარდა ამისა, 73% მიიჩნევს, რომ რუსეთს მსოფლიოში პატივს სცემენ, 18% არ ეთანხმება. გამოკითხულთა 70% -ს სჯერა, რომ  მსოფლიოში რუსეთს  მდიდარ ქვეყნად მიიჩნევენ, 19% თვლის, რომ საზღვარგარეთ ასე არ ფიქრობენ.

ამავე დროს, 48% მიიჩნევს, რომ მსოფლიო  რუსეთის მიმართ ცუდადაა განწყობილი, 42% თვლის, რომ პირიქითაა.

რუსების 51% ამბობს, რომ  რუსეთის მიმართ საზღვარგარეთის დამოკიდებულება მიკერძოებულია, მხოლოდ 36% მიიჩნევს, რომ მსოფლიო ობიექტურად აფასებს რუსეთს.

რუსების 70% მიიჩნევს, მათი ქვეყანა თავისუფალია, მხოლოდ 22% მიიჩნევს, რომ ისინი ცხოვრობენ არათავისუფალ ქვეყანაში. გარდა ამისა, 65% თვლის, რომ რუსეთი "განვითარებული და მოწინავე" ქვეყანაა,  25% -ის აზრით, რუსეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.

ფონდმა "საზოგადოებრივი აზრი" კვლევა 24-25  დეკემბერს ჩაატარა, გამოიკითხა 1,5 ათასი ადამიანი რუსეთის 53 რეგიონში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41