Human Rights Watch-ის ანგარიშში ,,კაბელების საქმეც" მოხვდა

პარასკევი, 13 იანვარი, 2017 - 22:15

Human Rights Watch-ის ანგარიშში ,,კაბელების საქმეც"  მოხვდა და შეშფოთებაა გამოთქმული პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამო.  

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე ყოფილი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ აღძრავს კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

ანგარიშში წერია, რომ 2014 წლის მაისში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთი ყოფილი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი  4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 1.8 მილიონი აშშ დოლარი) გაფლანგვაში აქვთ წაყენებული,  ბრალდებულების დაკავების შემდეგ, რამდენიმე თვის მანძილზე, სახელმწიფო უწყებები ადვოკატებს არ აძლევდნენ სრულ წვდომას მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ ის შეიცავდა გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს.

სასამართლომ ვერ დაადგინა გაფლანგვის ანგარებითი მოტივი. სახალხო დამცველის მიერ  ბრალდებულების საკონსტიტუციო სარჩელის მხარდასაჭერად გამოქვეყნებული სასამართლოს მეგობრის დასკვნის მიხედვით კი, სისხლის სამართლის კოდექსში გაფლანგვის მუხლი არის ბუნდოვანი და იძლევა თვითნებური ინტერპრეტაცის საშუალებას. ეს ადამიანები დაკავებულ იქნენ 2014 წელს, რასაც შედეგად მოჰყვა იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გათავისუფლება, - წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46