თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა

შაბათი, 14 იანვარი, 2017 - 16:03

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნატო ვაჩნაძის შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მონუმენტის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. მის შესაქმნელად თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 ნამუშევარს შორის საუკეთესო შეირჩა.

ნატო ვაჩნაძეს განსახიერებული აქვს არაერთი სახასიათო როლი ფილმებში: „ქეთო და კოტე“, „არსენა ყაჩაღი“, „კრაზანა“, „ვინ არის დამნაშავე“, „აკაკის აკვანი“, „ქაჯანა“, „სამშობლო“, „მამის მკვლელი“ და სხვა.

ნატო ვაჩნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გურჯაანის სოფელ გურჯაანში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით.

 ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა.

ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42