„ახალი საქართველოს“ ეთერში რუსულენოვან გადაცემას "Добрый вечер"-ს ბორის მანჟუკოვი წაიყვანს

პარასკევი, 13 იანვარი, 2017 - 19:28

მედია ჰოლდინგ „ახალი საქართველოს“ ტელევიზიის ეთერში ორშაბათიდან რუსულენოვანი გადაცემა "Добрый вечер" იწყება. გადაცემის წამყვანი ცნობილი ჟურნალისტი ბორის მანჟუკოვი იქნება, რომელიც ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ მოიწვია.

როგორც ბორის მანჟუკოვმა „ჯეონიუსთან“ განაცხადა, გადაცემას მრავალფეროვანი აუდიტორია ეყოლება, მათ შორის იქნებიან პოლოტიკოსები, პოლიტოლოგები, ელჩები, ბიზნესმენები, მომღერლები და მსახიობები.

„თბილისში და ზოგადად საქართველოში, ბევრი რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენ გვინდა მათი უფრო მეტი ინტეგრირება მოვახდინოთ ქართულ საზოგადოებასთან. მოსახლეობა ხშირად უყურებს რუსულ არხებს, საქართველოში პრაქტიკულად არ არის რუსულენოვანი გადაცემები, ამიტომ გაჩნდა სურვილი მსგავსი პროექტის განხორციელებისა. ჩვენ გვსურს საზოგადოებამ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ახალი ამბები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის არხებიდან არ გაიგონ“,  – განაცხადა ბორის მანჟუკოვმა „ჯეონიუსთან“.

გადაცემა ეთერში კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, საღამოს 7 საათზე გავა, ერთსაათიანი გადაცემის პირველი ბლოკი დღის და კვირის მიმოხილვას დაეთმობა, გადაცემაში მოწვეულები იქნებიან სხვადასხვა პროფესიის რესპოდენტები, შესაბამისად პროგრამა მრავალფეროვან ხასიათს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57