ვის მისალოცად აქვს საქმე და ვის კიდევ მისასამძიმრებლად, ელექტორატმა გადაწყვიტოს - ჯუმბერ კირვალიძე

ხუთშაბათი, 12 იანვარი, 2017 - 22:28

პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენები "სააკაშვილის ნათელაშვილიზაციად" შეაფასა, მელია და გუგავა ერთმანეთს პატრონების ერთგულებით შეადარა.

"დიახ, სააკაშვილი, რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, უკვე 3 წლზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში მან "მოასწრო" უკრაინის მოქალაქეობის მიღება, რის სანაცვლოდაც საქართველოს მოქალაქეობას გამოემშვიდობა. ოდესის გუბერნატორობაც მოასწრო, თუმცა იქიდანაც "წასვლა მოუწია". მოკლედ,"სულ მინუსებში იყო", მხოლოდ მისი პარტია იყო ერთგული თავშესაფარი, მაგრამ, ამ უკანასკნელ ბასტიონსაც "წყალი შეუდგა". როგორი პირიც უჩანდა "ნაცმოძრაობის" მომავალს, სწორედ ისე წარიმართა მისი საქმეც, ანუ "ნაცმოძი" პირვანდელი სახით აღარ არსებობს, რაშიც ლომის წილი სააკაშვილს მიუძღვის...

ამ პარტიის ცნობილ სახეთა (ლიდერთა) დიდი უმრავლესობა, როგორც განაცხადეს, სააკაშვილს და მის ბელადობისკენ სწრაფვას გაემიჯნა და იგი "ნულების" ამარა დატოვა. მაგალითად, ქვეყნის პარლამენტის 27 მანდატიანი ფრაქციიდან, სააკაშვილთან 5-6 დეპუტატი დარჩა!.. დღეს, სააკაშვილი და მისი "ნაცმოძელები" ძალიან მაგონებს ნათელაშვილს და მის "ლეიბორისტებს", თანაც მათი "პირველი ვეზირებიც", მელია-გუგავა, როგორ ჰგვანან ერთმანეთს, განსაკუთრებით პატრონებისადმი "ერთგულებაში"!. ასე რომ, სახეზეა "სააკაშვილის ნათელაშვილიზაცია" და აქედან გამომდინარე, ვის მისალოცად აქვს საქმე და ვის კიდევ მისასამძიმრებლად, ეს უკვე მათმა "პირადმა" ელექტორატმა გადაწყვიტოს", - აცხადებს კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45