კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს - დეკანოზმა იოანემ ჰამლეტ გეგიას სამარადჟამო გზა დაულოცა

ხუთშაბათი, 12 იანვარი, 2017 - 16:45

დეკანოზმა იოანე ჩიგოგიძემ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თვმჯდომარეს ჰამლეტ გეგიას სამარადჟამო გზა დაულოცა.

 „ჰოი სიკვდილო, სად არს ძლევა შენი, ჯოჯოხეთი წარტყვევნილია და ეშმაკი შემუსრილი“,

რადგან ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან დასთრგუნა სიკვდილი სიკვდილით და ცხონება მიანიჭა ორასავე სოფელსა შინა! ამ სიტყვების შემდეგ სიკვდილის შემეცნება არ არსებობს, რადგან ადამიანის სული წამიერებიდან მარადისობაში გადადის და უბრუნდება იმ პირველ საწყისს, რომლიდანაც მოდის წუთისოფელში. ამ საზრისით ვინუგეშებთ თავს. რადგან ჩვენც გაგვაჩინია სიყვარული, სინაული და ის ღვთიური სათნოებები, რომელბიც უკლებლივ გაგაჩნდათ თქვენც. უბრალოდ გვენატრები, ჩემთვისა და თითოეული ჩვენთაგანისათვის თქვენი წუთისოფლიდან გადასვლა მარადიულ სამყოფელში ღვთის დაშვებით აღსრულდა.

სამარდჟამო გზას დაგილოცავ მოყვასო ჩვენო გულისტკივილო პატივცემულო ჰამლეტ! ყოველთვის გვემახსოვრებით და მოგიხსენიებთ ლოცვებში. მშვიდობით! მსუბუქი იყოს ქართული მიწა თქვენს გულზე და სულმან თქვენმან დაიმკვიდროს სასუსფეველი. ამინ“, - დეკანოზი იოანე ჩიგოგიძე.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43