დავით ბაქრაძემ მომხრეებთან ერთად ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ხუთშაბათი, 12 იანვარი, 2017 - 15:18

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრების ნაწილმა პარტია ოფიციალურად დატოვეს. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ის და მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ კარიერას სხვა მოძრაობის ფარგლებში გააგრძელებენ.

დავით ბაქრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც პარტიის გაყოფის მიზეზი გახდა, უთანხმოების ერთ-ერთ მათგანად პარტიის მომავალი ყრილობის მოწვევის ფორმატი დაასახელა. 

"თქვენ დღეს ხედავთ გუნდს, თქვენ დღეს ხედავთ პარტიის სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა ენმ-ს, ვინც ამ პარტიის სახელით და ამ პარტიის იდეალებისთვის იბრძოდა და არასდროს  უკან არ დაუხევია. არ დაუხევია მაშინაც, როდესაც ამ გუნდის ბევრი წევრის წინააღმდეგ აღძრული იყო და აღძრულია გამოძიება; არ დაუხევია უკან მაშინაც, როდესაც ამ გუნდის წევრებისა და ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და ივანიშვილთან ბრძოლისა და ჩვენი იდეალების ბრძოლისთვის ციხეში იმყოფებოდნენ და წლები გაატარეს პატიმრობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

  არ დაუხევია უკან აქციებზე, არ დაუხევია უკან ქუჩაში, პარლამენტში დებატებზე. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი პოლიტიკური მებრძოლების სახელი. რომლებმაც იბრძოლეს მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლის მხრებზეც გადაიარა იმ პრობლემებმა რომელიც ქვეყანას შეუქმნა ივანიშვილმა და რომლის დიდი დამსახურებაა, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს არსებობს როგორც პოლიტიკური პარტია. ეს გუნდი და სახე იყო ხერხემალი და სახე ნაციონალური მოძრაობის მთელი ამ წლების განმავლობაში,სინამდვილეში დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა და ეს არის ემოციურად ძალიან მძიმე განცხადება,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, გუნდის წევრებს შორის უთანხმოებები დღეიდან არის წარსული და "ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას. იმ მომავლის, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს", - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ წარმატებები უსურვა მხარდამჭერებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით იდგნენ.

"ჩვენ დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დღეიდან ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5