ხარის წელიწადში დაბადებულებმა, შესაძლოა, ამ წელს წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიონ

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 23:17

ხარის წელში დაბადებულებს ცეცხლოვანი მამალი წარმატებულ და ნაყოფიერ წელს პირდება. შრომისმოყვარე და გაწონასწორებულმა ხარებმა, შესაძლოა,  წარმოუდგენელ სიმაღლეებს  მიაღწიონ, კარიერის კიბეზე დაიწყონ სვლა და გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა.

ხარებისთვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ბიზნესის დასაწყებად, თუნდაც  ნულიდან. ამ წელს უამრავ საქმიან კონტაქტებზე მიუწვდებათ ხელი და შეიძენენ ახალ მეგობრებს, რომლებიც  საიმედო საყრდენი გახდებიან მათ ცხოვრებაში. თუმცა, მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მათ  გარკვეული დაბრკოლებებიც შეხვდებათ გზაზე.

ვარსკვლავები ხარებს ურჩევენ, პრობლემები დროულად მოაგვარონ, რადგან დიდი რაოდენობით მოუგვარებელი საკითხების დაგროვება სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის.

ხარი ბუნებით წესრიგის მოყვარულია, მისი კოლეგები მუდმივად ხელს შეუშლიან წესრიგის დაცვაში, რაც პრობლემებს შეუქმნის, ოჯახში პატარ-პატარა გაუგებრობებიც ექნება, თუმცა ამ ყველაფრის დალაგება ისევ მას მოუწევს.

ვარსკვლავები ხარებს ურჩევენ, თავიდან აიცილონ სტრესი. წინააღმდეგ შემთხვევაში,  არამდგრადი სულიერი მდგომარეობა ემუქრებათ, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ შრომისუნარიანობას 2017 წელს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45