სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 18:20

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARD I-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARD I-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება. შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების აუცილებლობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46