საქართველოს ისტორიაში პოლიციის მუნდირი არასდროს ისე არ შელახულა, როგორც დღეს - ნიკოლოზ მჟავანაძე

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 19:13

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე დღეს გირჩის ოფისში განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურება.

"საქართველოს ისტორიაში პოლიციის მუნდირი არასდროს ისე არ შელახულა როგორც დღეს. ყველაზე ანტიქართულმა, ანტისახელმწოფოებრივმა, ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლმა სააკაშვილის ბუდიდან გადმოვარდნილმა ძალამ ,,გირჩმა'' პოლიციას დღეს შეძახილებითა და ყვირილით ღირსება შეულახეს. რას ელოლიავებით ბატონო შსს მინისტრო ამ მანქურთებს, მათ ხომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალლისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დაშაული ჩაიდინეს. სსკ- 265 მუხლი. დაბოლილი გირჩის ლიდერი ჯაფარიძე გამოდის და ამბობს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და არ უნდა იყოს დასჯადიო. შე დალიცვილო, სანამ ცვლილება მოხდება კანონში, შენი ქმედება ხომ დასჯადია და რატომ უნდა გაპატიოს სახელმწიფომ, რამე დამსახურება გაქვს ქვეყნის წინაშე თუ რამე სარგებელი მოუტანე შენი მოღვაწეობით. დასაჭერი დაჭერილი უნდა იქნეს", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46