რუსეთის სპეცსამსახურებს დონალდ ტრამპზე კომპრომატები აქვთ

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 13:06

რუსეთი ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა მილიარდერ დონალდ ტრამპთან და  რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კომპრომატები ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის შესახებ, - ირწმუნებიან Mother Jones-ის ჟურნალისტები.

არსებული ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ანგარიშის შინაარსი გააცნო როგორც მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ასევე დონალდ ტრამპსაც.

CNN-ის ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ მათ ამ დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ  არაფერი იციან, თუმცა ტელეარხმა Buzzfeed დოკუმენტი გამოაქვეყნა

ანგარიშში დონალდ ტრამპისა და კრემლის კავშირებზეა საუბარი.  მათ შორის ნახსენებია  მილიარდერის  შეხვედრები  რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან.

საქმე ეხება ტრამპის  ვიზიტს 2013 წელს  მოსკოვში, როდესაც  სასტუმრო "Ritz-Carlton"-ის იმ ნომერში ცხოვრობდა, სადაც  ბარაკ და მიშელ ობამებიც იყვნენ ნამყოფები და მოსასმენი აპარატურა  იყო დამონტაჟებული. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61