ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელი გამოსვლის დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 14:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა და გამოსვლის დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა.

თავის გამოსვლაში, მან რასიზმსა და ეკონომიკურ უთანასწორობაზე ისაუბრა, რომელიც  აშშ-ს დემოკრატიის  ერთ-ერთ მთავარ საფრთხეებად დაასახელა.

ბარაკ ობამამ ასევე ისაუბრა მსოფლიო წესრიგის საფრთხეებზე, რომელიც შეიქმნა  კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების  საფუძველზე და რომელსაც საფრთხეს რელიგიური ფანატიკოსები და უცხოელი ავტოკრატები უქმნიან.

"ოპონენტები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ვერ შეძლებენ ისეთი გავლენის მიღწევას, რისიც ჩვენ გვჯერა და თუ არ გადავიქცევით ერთ დიდ აგრესიულ ქვეყნად, რომელიც ახალგაზრდა მეზობლებს დააშინებს", - განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტმა დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა და საკუთარ მეუღლეს, 25 წლიანი ოჯახური თანაცხოვრების, მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 აშშ-ის პრეზიდენტი გამოსამშვიდობებელი სიტყვით ჩიკაგოში, კონგრესცენტრში "McCormick Place" გამოვიდა.

ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად 2008 წელს აირჩიეს. ის პოსტს 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45