ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 20:19

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუვენ რივლინი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ადამიანთა დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

რუვენ რივლინმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარება, ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.

რუვენ რივლინის განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობა.

მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46