რესპუბლიკური პარტია ე.წ. „მოსმენების შესახებ“ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 15:52

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეხმიანება საქართველოს პარლამენტში ე.წ „მოსმენების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის ფაქტს და პირველ სამუშაო შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგნელების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"აღნიშნული საკითხი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელზეც ჩვენს პარტიასა და კოალიციის პარტიებს შორის წარმოიშვა უთანხმოება მერვე მოწვევის პარლამენტში. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ უსაფრთხოების მოტივების მოშველიებით კვლავ აგრძელებს საპოლიციო სისტემის შენარჩუნებას და მზადაა შელახოს კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები არის უპირველესი ღირებულება და მათი შეზღუდვა უსაფრთხოების ინტეტრესებიდან გამომდინარე დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოწურულია უფლების დაცვის სხვა საშუალებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია, რომ „ზოგადად, ადამიანებზე ფარული დაკვირვება პოლიციური სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი... შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ მაშინ, თუ კანონმდებლობა უზრუნველყოფილი იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის ეფექტური მექანიზმებით. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აყენებს ფარული კონტროლის რისკის ქვეშ, არ უნდა სარგებლობდეს შეუზღუდავი უფლებამოსილებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუბალანსებელმა კანონმდებლობამ, დემოკრატიის დაცვის მოტივით, შესაძლოა თავად დემოკრატია გახადოს ძალზე მყიფე და სათუო”.

საქართველოს პარლამენტმა და სამუშაო ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებით იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ ვიტრიალებთ იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც პოლიციური მმართველობა ჰქვია და შორს ვიქნებით დემოკრატიული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსგან. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებებული განცხადებები არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია იზიარებს კამპანია „ეს შენ გეხებას“ ხედვას განსახორციელებელ რეფორმასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, იხელმძღვანელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებით", - ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55