2 ივნისის მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს გირჩს

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 15:43

2 ივნისის მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის მიერ ახალი წლის ღამეს ორგანიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის - #მინუს273 მონაწილეებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის წარმომადგენლებიც ამ წუთებში გირჩის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ, თავი შეიკავონ მათ მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარებისგან.

"გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის საჯარო დარღვევაც მოხდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის დროს, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს მისი განხილვა, 2 ივნისის მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების მიღებამდე მორატორიუმი გამოაცხადოს ამ მუხლის საფუძველზე მოქალაქეების დევნაზე", - ნათქვამია განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51