რესპუბლიკელებმა ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 14:51

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომლის ავტორებიც თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, მარიამ ავალიშვილი, მარიამ ბერიძე და თამარ ხიდაშელი არიან.

"2017 წლის 11 იანვრის მდგომარეობით, ერთი ქალია მოკლული მეუღლის მიერ, ხოლო მეორე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. ამ საკანონმდებლო წინადადების პარლამენტისთვის შეთავაზების მიზეზია ფემიციდის ანუ გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალების მკვლელობის გახშირება და ამ მოვლენის მიმართ პარლამენტისა თუ საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება.

ცვლილების მიზანია, კანონის ძალით უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. განსაკუთებით მძიმე დანაშაულად აღიაროს ქალის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია სექსიზმით, ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით. წინადადდებაში გათვალისწინებული ცვლილებები, ასევე მოიცავს გენდერის ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას.

2014-2015 წლებში საქართველოში გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა 60-ს მიაღწია და ეს რიცხვი კვლავაც იზრდება", - აცხადებენ რესპუბლიკური პარტიის წევრები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46