საქართველოში კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება

ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2017 - 13:03

საქართველოში კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში, შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ინვესტიცია 130 000 ლარია; ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით 25 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწყებული ეს პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრები.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ ექნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა თუ საქართველოს მოსახლეობას, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ცხელი სადილი ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში, არის, საღამოს სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელი და, ადგილობრივი პროდუქციის შეძენისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს კავშირი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საწარმოების რუკის ნახვა შესაძლებელია ბმულზე; http://apma.ge/maps/

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46