ვირთხის წელიწადში დაბადებულებს მამალი არ წყალობს

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 23:33

ვირთხის წელიწადში დაბადებულებისთვის  2017 წელი მშვიდი  პერიოდი არ იქნება და მუდმივი დაძაბულობის ქვეშ აღმოჩნდებიან.  ვარსკვლავები ვირთხებს ურჩევენ, ამ წელს  გლობალურ ცვლილებებზე არ იფიქრონ,  ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება  მოვლენების  მოულოდნელი  განვითარება  გამოიწვიოს და წარსული მიღწევებიც დააკარგვინოს.

მუდმივმა დაძაბულობამ და სტრესმა  შეიძლება მის  ჯანმრთელობაზე, კერძოდ,  ნერვულ სისტემაზე  იქონიოს გავლენა. სასიცოცხლო ენერგია ამ პერიოდში ოდნავ დაქვეითდება. 

ვარსკვლავები ვირთხის წელიწადში დაბადებულებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და  გრანდიოზული გეგმების განხორციელება მომავალი წლისთვის გადადონ.

ვირთხებისთვის მამლის წელიწადში საუკეთესო გადაწყვეტილება მიღწეულის შენარჩუნება იქნება. 2017 წელი განსაკუთრებით ხმაურიანი ისეთ სფეროებში იქნება, როგორიცაა კარიერა და ბიზნეს ურთიერთობები.

ვარსკვლავები ვირთხებს ახსენებენ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და აქედან გამომდინარე, ურჩევენ, უარი თქვან იმ პროექტებსა და  კონტრაქტებზე მაშინაც კი, თუ ისინი  ყველაზე "გამჭვირვალედ" და მომგებიანად გამოიყურებიან,  საქმიანმა ურთიერთობებმა შესაძლოა  მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანოთ.

2017 წელი საუკეთესოა არა მოქმედებებისთვის, არამედ სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის, რომელთა განხორციელებასაც ვირთხებს 2018 წელს ძაღლი პირდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44