ტერაქტების დროს დაღუპულთა ოჯახები Twitter-ს სასამართლოში უჩივიან

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 19:13

პარიზსა და ბრიუსელში ტერაქტის დროს დაღუპულების ოჯახები Twitter-ს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან.

BBC-ის ინფორმაციით, სარჩელი  ნიუ-იორკის სასამართლოშია შეტანილი, სადაც კომპანიისგან 29 წლის ალექსანდრ პინცოვსკისა და 26 წლის ნაომი გონზალესის ოჯახის წევრები კომპენსაციას მოითხოვენ. 

ალექსანდრ პინცოვსკი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს, ნაომი გონზალესი კი  პარიზში კაფე  La Belle Equipe-ზე თავდასხმისას დაიღუპნენ.  

 Twitter აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

სარჩელი 86 გვერდს მოიცავს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელი Twitter-ი ტერორისტებს მატერიალური რესურსებით უწყობს ხელს. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები სოციალურ ქსელს ძირითად საკომუნიკაციო საშუალებად იყენებენ, მისი საშუალებით გეგმავენ და ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59