დონალდ ტრამპის თქმით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კიბერთავდასხმების შესახებ ბევრი რამ გაიგო

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 16:50

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, სადაც მას  აშშ-ის საპრეზიდენტო  არჩევნებში "რუსეთის ჩარევის" შესახებ საიდუმლო მასალები გააცნეს,  მისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი, - იუწყება Associated Press-ი

როგორც ტრამპი გამოცემასთან აცხადებს, შესანიშნავი შეხვედრა იყო, "მომეწონა ეს ხალხი", "ბევრი რამ  გავიგე და, ვფიქრობ, მათაც" - აცხადებს ტრამპი, თუმცა არ აკონკრეტებს, რაზეა საუბარი.

კითხვაზე, რუსეთი ჩაერია თუ არა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ კიბერთავდასხმებს არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც ცალკეული დაჯგუფები, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის,  დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს ზიანი მიაყენონ, არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე, ასევე არ იყო გატეხილი საარჩევნო სისტემა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ტრამპი პირობას დებს, რომ მისი გაპრეზიდენტებიდან 90 დღის განმავლობაში, ის შექმნის გუნდს, რომელიც  კიბერთავდასხმების ასაცილებლად გეგმას შეიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46