დონალდ ტრამპმა მერილ სტრიპს "გადაჭარბებულად დაფასებული მსახიობი" უწოდა

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 15:47

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, „ოქროს გლობუსზე“ მერილ სტრიპის სიტყვას გამოეხმაურა და გადაჭარბებულად დაფასებულ მსახიობთა შორის ერთ-ერთი მათგანი  უწოდა.

„მერილ სტრიპი ჰოლივუდში ყველაზე გადაჭარბებულად დაფასებული მსახიობია. ის არ მიცნობს მე, თუმცა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას ჩემზე უსიამოვნოდ ისაუბრა. ის ჰილარის ლაქიაა, რომელმაც ბევრი დაკარგა. მე არასოდეს დამიცინია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟურნალისტისთვის“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.

საზოგადოების დიდი ნაწილი ტრამპის ნათქვამმა სიტყვებმა „გადაჭარბებულად დაფასებული“ გააღიზიანა და მისგან საჯარო ბოდიშიც კი მოითხოვეს მსახიობის მისამართით.

შეგახსენებთ, ტრამპის გაღიზიანება ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების 74-ე ცერემონიალზე მერილ სტრიპის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

მსახიობის აღშფოთება  ახლად არჩეულ პრეზიდენტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტის პაროდიამ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46