პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით მონიტორინგი იწყება

ორშაბათი, 09 იანვარი, 2017 - 17:15

პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება.

ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ.

თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ №33-99 დადგენილების მიღებით ცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43