„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ერთდროულად 18 წერტილში ახორციელებს

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 12:41

 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს.

დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა, რაშიც 4.55 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმები ლაფეტებით. მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. 2017 წლის განმავლობაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად საერთო ჯამში დამატებით 500 სამუშაო ადგილს შექმნის.

ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში, ერთდროულად 18 წერტილში აწარმოებს. საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება. აღნიშნული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს. ასევე, ევროპული სტანდარტის 1700-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5